logo
ENG



სამხარაძე: [მელიას დაკავებაზე] საერთაშორისო გამოხმაურება საკმაოდ მოზომილი და რბილია

24 თებ 202113:12
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/24/2sybw03xoobtqlj.jpg

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებაზე საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება იყო მოზომილი და რბილი.

სამხარაძის თქმით, საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა ქართული ოცნებისთვის, ნაწილობრივ, მისაღებიც შეიძლება იყო.

"საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება საკმაოდ მოზომილი და რბილია. იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერი აღმოჩნდა ციხეში, ეს ყოველთვის ყველა ქვეყანაში იქნება შეშფოთების საფუძველი. თუმცა ოპოზიციური პარტიების ლიდერები სხვა განვითარებულ ქვეყნებში ასე არ იქცევიან, როგორც საქართველოში. ამიტომ, ეს კრიტიკა იყო მოსალოდნელი, ეს კრიტიკა ჩვენთვის, ნაწილობრივ, მისაღებიც შეიძლება იყოს. თუმცა ეს კრიტიკა მომავალში რომ არ იყოს და ოპოზიციური პარტიების ლიდერები ასე რომ არ იქცეოდნენ, ამისთვის საჭიროა დიალოგი", - აცხადებს სამხარაძე.

გუშინ 23 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა და ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავეს. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.

 ენმ-ს ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა არაერთი საელჩო თუ უცხოელი პოლიტიკური ლიდერი. 


close დახურვა